15 წელი აგვისტოს ომიდან

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს შემდეგ, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ. აგვისტოს ომის გმირების სახელზე აგებულ ტაძარში 2008 წელს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს და საქართველოს წინაშე მათი ღვაწლი გაიხსენეს.