პრემიერმა ლილოში ენერგოეფექტიანი სამშენებლო მასალის ქარხნის მშენებლობა დაათვალიერა. ეს არის 15 მილიონი დოლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტი, რომლის საშუალებითაც საქართველოში ენერგოეფექტიანი სამშენებლო ბლოკის წარმოება დაიწყება. ქარხნის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, საწარმოში თანამედროვე ტექნიკა-დანადგარები დამონტაჟდება, რაც ენერგოეფექტიანი სამშენებლო მასალის წარმოებას მოემსახურება.
კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, Y-tong-ის ბლოკი, დაბალი თბოგამტარობის საშუალებით, მომხმარებელს შენობის გათბობა-გაგრილებისთვის საჭირო ენერგიაზე გაწეული ხარჯის 20-30%-ს დაუზოგავს. მშენებლობა პრემიერმა თბილისის მერთან და “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელ დირექტორთან ერთად დაათვალიერა.