ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა - დაშავებულია ერთი ადამიანი

ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებულია ერთი ადამიანი. 80 წლამდე ქალი, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს. ის ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.