ბრალის წარდგენა

დმანისში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის სასამართლო ორ საათში დაიწყება, პროცესი დისტანციურად გაიმართება. ახალგაზრდა მამაკაცს, რომლიც პოლიციას თავად ჩაბარდა, გამოძიება სოფელ განთიადში ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, რომლებიც წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. პროკურატურა ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.