ამერიკელმა სენატორებმა საქართველოში ვიზიტი დაასრულეს – ბოლო შეხვედრა რობ პორტმანმა და ჯინ შაჰინმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართეს. ოპოზიციის განცხადებით, მათ სენატორებთან ნაყოფიერი და საქმიანი საუბარი ჰქონდათ, განიხილეს შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხები, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის რეფორმა, ასევე ქვეყანაში არსებული ვითარება – თუ რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათ სენატორების მხრიდან ყველა საკითხზე სრული მხარდაჭერა მიიღეს.