14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის საქმე

14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდება  დღეს გორის კულტურისა და დასვენების პარკში. შსს-ის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ბრალდებულ იაგო ნებიერიძის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული დამატებითი ჩვენების საფუძველზე დაიწყო.  საუბარია გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცზე.

მოამბე