გორის კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული 12 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები განახლდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ბრალდებული იაგო ნებიერიძის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული დამატებითი ჩვენების საფუძველზე დაიწყო.