რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედისა და ბიძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევის მიზნით მოწმეები დაიკითხნენ. ბრალდების მხარეს სამი მოწმე ყავდა. პირველი მოწმე მოკლულის დედის მეგობარი იყო, მეორე – ფსიქოლოგი, ხოლო მესამე – მკვლელობაში ბრალდებულის ბიცოლა. მოწმეთა დაკითხვის დროს ადგილი ჰქონდა ბრალდებულის ემოციურ შეძახილებს. სხდომაზე ადვოკატებმა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა ითხოვეს. თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მოკლული 14 წლის გოგონას დედა და ბიძა პატიმრობაში დატოვა.