14 წელი შინდისის ბრძოლიდან

თავგანწირვისა და გმირობის გამორჩეული ამბავი და მძიმე ისტორია აგვისტოს ხუთდღიანი ომიდან.

დღეს შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების, მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული, რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. შეტაკება დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, ქართულმა ოცეულმა მტერს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და დიდი დანაკარგიც მიაყენა. ქართველი მეომრების გმირული ბრძოლის გამო რუსი კაპიტანი იძულებული გახდა გენერალიტეტიდან დახმარება ორჯერ მოეთხოვა. უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, დაჭრილებს კი ადგილობრივები სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარებოდნენ.

შინდისის მემორიალთან სამშობლოსთვის თავდადებული გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს.