14 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი სრულდება – 14 წლის წინ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი დაიკავა. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაიღუპა 169 სამხედრო მოსამსახურე და ორასზე მეტი სამოქალაქო პირი. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი დღეს ისევ ოკუპირებულია.

რუსეთი ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავების და გატაცების პრაქტიკას. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

როგორი იყო 2008 წლის აგვისტო – 14 წლის წინანდელ მოვლენებს უმძიმესი კადრებით გავიხსენებთ.