14 წელი აგვისტოს ომიდან - ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
ქუთაისში 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალთან იმყოფებოდნენ გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრები, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისი გადაიხადეს. ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ცხრავე ოჯახს, რომლებმაც ომში ოჯახის წევრები დაკარგეს, 1 500 ლარი გადაეცათ.