14 წელი აგვისტოს ომიდან - ფოთის პორტში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნა

ფოთის პორტში, იმ ადგილას, სადაც 2008 წლის 8 აგვისტოს რუსული ჭურვები ჩამოვარდა, გარდაცვლილთა სახელობის მემორიალი გაიხსნა. შეკრებილებმა 14 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. ადგილზე იმყოფებოდნენ პორტის ადმინისტრაცია, ადგილობრივი ხელისუფლება და დაღუპულთა ოჯახის წევრები. ფოთის პორტი რუსული ბომბდამშენების მიერ 8 აგვისტოს ღამით დაიბომბა, რა დროსაც პორტის სამი თანამშრომელი გარდაიცვალა, ოთხი კი მძიმედ დაიჭრა.