14 წელი აგვისტოს ომიდან - ბათუმში აგვისტოს ომში რუსეთის აგრესიის შედეგად გარდაცვლილები გაიხსენეს
ბათუმში 2008 წლის აგვისტოს ომი და რუსეთის აგრესიის შედეგად გარდაცვლილები გაიხსენეს. გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. შესრულდა საქართველოს ჰიმნი. ადგილზე იმყოფებოდნენ აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებიც.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებსა და რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ შშმ მეომრებს 3000-3000 ლარს გადასცემს. თანხა ასევე გამოეყოფა 2012 წელს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს. აგვისტოს ომის დროს აჭარაში 20 სამხედრო დაიღუპა.