14 წელი აგვისტოს ომიდან - გურიაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
გურიის რეგიონში 2008 წლის აგვისტოს ომს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ისაუბრეს ტრაგიკულ მოვლენებზე და მშვიდობის მნიშვნელობაზე.