ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. გაიხსენეს 14 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები. ტაძარში 2008 წლის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადეს, რომელსაც შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც ესწრებოდა. ხალხმრავლობა იყო შინდისში. ადგილზე ყვავილები მიიტანეს გიორგი გახარიამ და მისი გუნდის წევრებმა.