თბილისის განვითარების გენერალური გეგმის მიღების საკითხი განიხილეს საკრებულოს სხდომაზე. ოპოზიცია განმარტებას ითხოვს რა ეტაპზეა გენგეგმის მიღება და რატომ ჭიანურდება პროცესი. უმცირესობის დეპუტატების ინფორმაციით 2013 წელთან შედარებით კოეფიციენტების გაზრდით ბიუჯეტში შესული თანხა ათჯერ არის გაზრდილი.Oოპოზიციის განცხადებით, გენგეგმის მიუღებლობის შემთხვევაში კოეფიციენტები კლვავ გაიზრდება, მშენებლობები კი გაგრძელდება. ოპოზიციის ბრალდებებს მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან. შეგახსენებთ თბილისის მერიამ გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია 140 ათასი ლარით დააჯარიმა და დახარვეზებული დოკუმენტი მესამედ უკან გაუგზავნა. ხარვეზების აღმოსაფხვრელად კომპანიას ვადა მიმდინარე კვირის პარასკევამდე აქვს.