13 ივნისის სტიქიაზე საუბრით დაიწყო თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელი სხდომა. კახა კალაძემ ასევე ისაუბრა 2 დღის წინ, ღამით უხვი ნალექის გამო დედაქალაქში შექმნილ პრობლემებზე და გამგებლებს შესაბამისი დავალებებიც მისცა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ მერია 2 ახალი საქალაქო პარკის პროექტზე მუშაობას იწყებს.