კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კოვიდინფექციას, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დადასტურდა ვირუსის 2 058 ახალი შემთხვევა, რაც გუშინ ჩატარებული 18 ათასზე მეტი ტესტის შედეგია. ინფიცირებულთა უმრავლესობა თბილისში გამოვლინდა, შემდეგი კი იმერეთია, სადაც „კოვიდ-19“ 363 პირს დაუდასტურდა. ამ წუთისთვის სულ ქვეყანაში 10 592 ინფიცირებული გვყავს. მათგან 847 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.

როგორია ბოლო მაჩვენებლები და არსებული შეზღუდვების ფონზე, როგორ აფასებენ ეპიდსიტუაციას სპეციალისტები, ამას თათია ტაბეშაძე გვეტყვის.