„გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ყრილობა

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ – ასეთია იმ პარტიის სახელწოდება, რომელშიც ზურაბ ჯაფარიძე და მასთან ერთად ძველი „გირჩიდან“ წამოსული პირები გაერთიანდნენ.

დღეს თავმჯდომარედ ზურა ჯაფარიძე აირჩიეს, ასევე დაასახელეს პოლიტსაბჭოს წევრები. ლოგო და დროშა კი ძველი „გირჩის“ იდენტური იქნება. პარტიის ყრილობა ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა.