რა მოხდა დიდ დიღომში და რამ გამოიწვია 12 წლის მოზარდის გარდაცვალება. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სპეციალისტები მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობენ. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. დასკვნის წინასწარი შედეგები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. შემთხვევა ღამით მოხდა. მოზარდს რამდენიმე საათის მანძილზე ეძებდნენ, რის შემდეგაც საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერში გარდაცვლილი იპოვეს.