12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიში - გამოხმაურება

მმართველი პარტიის ლიდერის ანგარიშს პოლიტიკური ოპონენტებისგან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.

ოპოზიცია ევროკომისიის პუნქტების უმეტესობას შეუსრულებლად აცხადებს და ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის პერსპექტივის ხელოვნურად დაბლოკვის მცდელობაში ადანაშაულებს. მთავარი პრეტენზიები დეოლიგარქიზაციის, მედიის და სასამართლო რეფორმის პუნქტებს უკავშირდება. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამუშაო ჯგუფებმა მოამზადეს და მიიღეს, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ფასადურად ფასდება. მათ შორის არიან ის პოლიტიკური ძალებიც, რომლებიც 12 რეკომენდაციის გარშემო შექმნილ სამუშაო ჯგუფებს პირველივე დღიდან გაემიჯნენ. ოპონენტების მტკიცებით, ხელისუფლებამ მათ მიერ მომზადებული არცერთი ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივა არ გაიზიარა.