ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, შედგება თუ არა თანამშრომლობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, – ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ისევ ბუნდოვანია. მმართველი გუნდის შეთავაზებას ოპოზიციის ნაწილი არ ეთანხმება და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სამუშაო მაგიდასთან დაჯდომას არ აპირებს. მმართველ პარტიაში კი ფიქრობენ, რომ ოპოზიციის მხრიდან თანამშრომლობაზე უარი, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარი იქნება.