117 წელი ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან – საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ღონისძიება გაიმართა. დასახელდა პრემია „საგურამოს“ ლაურეატები ლიტერატურის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების დარგებში, სულ რვა ლაურეატი. მათ შორის ლანა ღოღობერიძე, ელგუჯა ხინთიბიძე, ვახტანგ გურული. მედალი სახელწოდებით – „მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა“ მიენიჭა ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის ქართველ მეცნიერს, მზექალა შანიძეს.
ასევე მოეწყო ცნობილი ქართველი მეცნიერის, პუბლიცისტისა და ჟურნალისტის თამაზ ტყემალაძის სატელევიზიო ნარკვევების ჩვენება „ცოტა რამ ილიაზე“. თამაზ ტყემალაძე ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს პირველი არხის ლიტერატურულ გადაცემებს ტელევიზიასა და რადიოში.