თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის საქმეზე ფრიდონ აბჟანდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის სასამართლო პროცესი ზესტაფონის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. მოზარდის მამა თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ოჯახში ძალადობის ფაქტზეა ბრალდებული. ბრალდებულს ადვოკატი პროცესზე არ ჰყავდა.
შეგახსენებთ, რომ ფრიდონ აბჟანდაძის 11 წლის შვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში, 23 აგვისტოს საკუთარ ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 19 ოქტომბერს, 15 საათზე ჩაინიშნა.