როგორი იყო „კოვიდ-19“-ის გავრცელებაზე საერთაშორისო რეაგირება – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდება. ორგანიზაციის მისამართით არ წყდება კრიტიკა ვაშინგტონიდან. დაფინანსების დროებით შეწყვეტის შემდეგ, ტრამპი ორგანიზაციიდან ამერიკის გასვლით იმუქრება.
სწორედ აშშ-ია ახლა ყველაზე მძიმე ვითარება – ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი 20 000-ს აჭარბებს. ევროპის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებში კი „კოვიდ-19“-ის გავრცელების მასშტაბები სულ უფრო მცირდება, მკვეთრად იკლებს დაღუპულთა რაოდენობა.