1921 წლის 25 თებერვალი – ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში, დღე როდესაც თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. ხვალ, ოკუპაციიდან 103 წლის შემდეგ, 25 თებერვლის გმირებს მიაგებენ პატივს, სამხედრო სასწავლებლის სტუდენტებს, იუნკერებს, რომლებიც დედაქალაქს წითელი არმიისგან ფაქტობრივად მარტო იცავდნენ. გაიხსენებენ ოკუპაციის დღეებში ტრაგიკულად დაღუპულ 19 წლის მედდას, მარო მაყაშვილს, რომელიც ღირსებისა და თავდადების სიმბოლოდ იქცა.
70-წლიანი საბჭოთა მმართველობა 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა. თუმცა არ დამთავრებულა რუსული ოკუპაცია. ქვეყნის ტერიტორიის 20% პროცენტი ამ დრომდე რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
გენო ოსიყმაშვილი 25 თებერვლის გმირებისა და ისტორიის შესახებ.