სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 100-ზე მეტ ობიექტს აუქციონზე გაიტანენ.
მასშტაბური პრივატიზაციის გეგმა ეკონომიკის მინისტრმა ინვესტორებს დღეს გააცნო. გასაყიდი ობიექტების ჩამონათვალშია მიწის ნაკვეთები, საწარმოები, სასტუმროები, ასევე საავადმყოფოები და სპორტული ინფრასტრუქტურა. გასაყიდად მზადდება წყნეთის აგარაკები და საქართველოს ფოსტაც. მთავრობა დაინტერესებულ ბიზნესმენებს საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად მაქსიმალურად გამარტივებულ პროცედურებს ჰპირდება და ობიექტების გაყიდვის შედეგად 2 500-მდე სამუშაო ადგილის შექმნას პროგნოზირებს. ბიზნეს-სექტორმა გასაყიდი ობიექტების შესწავლა უკვე დაიწყო.