საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ მრევლთან ერთად, მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადა, რის შემდეგაც მტკვარში ყვავილების გვირგვინები ჩაუშვეს. რვა საუკუნის წინ, თბილისის აღების შემდეგ სარწმუნოებისთვის თავდადებულ ასი ათას ქრისტიანს თავი მოკვეთეს და მტკვარში გადაყარეს. ასი ათასი ქართველი მოწამე ჯალალედინის ბრძანებით 1227 წელს აღესრულა, რადგან მათ სარწმუნოების შეცვლასა და ქრისტიანული სიწმინდეების შეურაცხყოფაზე უარი თქვეს.