აგვისტოს ომში დაღუპული გმირები დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გაიხსენეს.
ჯარისკაცების საფლავები სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებთან ერთად, ქვეყნის პირველმა პირებმა, პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა გვირგვინებით შეამკეს. იქ სადაც ჯარისკაცები არიან დაკრძალულები, კიდევ ერთხელ ისაუბრეს რუსულ აგრესიაზე, სამხედროების ღვაწლსა და თავდადებაზე.
დღესვე, 2008 წელს გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის პრეზიდენტმა გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმები დააჯილდოვა.