აგვისტოს ომის სისასტიკე ყველაზე მეტად საკუთარ თავზე გორის მოსახლეობამ გამოსცადა.
რუსულმა ჭურვებმა ქალაქი ცეცხლის ალში გახვია. ავიაციამ სამხედრო ნაწილთან ერთად საცხოვრებელი სახლებიც დაბომბა. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები, ცეცხლმოკიდებული სახლები, დაჭრილები და გარდაცვლილები. ყველაზე მძიმე კადრები, რომელიც ომის ფოტოარქივს შემორჩა, სწორედ გორშია გადაღებული.
საავიაციო დაბომბვის შემდეგ ქალაქში რუსული არმიაც შევიდა.