10 მილიონი დევნილებისთვის

დევნილი მოქალაქეებისთვის ახალი ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა იგეგმება.

პირველი ადგილი, საიდანაც პროექტის განხორციელება დაიწყება, მარნეულია. გეგმაშია სოფლის ტიპის დასახლების მოწყობა და იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმების ხელშეწყობა. საცხოვრებელი კომპლექსები იმ ტერიტორიებზე აშენდება, სადაც მიწის ფართები დევნილებს საკუთრებაში უკვე გადაცემული აქვთ და ცხოვრობენ კიდეც.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი გერმანიის მთავრობაა.