ერთი წელი ისტორიული თარიღიდან. 2017 წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირა.
28 მარტიდან ევროკავშირთან ამოქმედებული უვიზო რეჟიმით ჩვენი ქვეყნის 190 000-მა მოქალაქემ ისარგებლა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ უვიზო მიმოსვლის პირობებში ქვეყნიდან წასული და ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაზრდილია.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მაჩვენებელი საგანგაშო არ არის, თუმცა მინისტრი მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის რეგულაციებსა და წესებს კიდევ ერთხელ ახსენებს.