ავტოიმპორტიორებს პირველ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდათ. ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ამ შემთხვევებში განბაჟების საბოლოო ვადა 1-ელ სექტემბრამდე გადაიწევს. შეღავათი დაახლოებით 38 ათასამდე მანქანის მფლობელს შეეხება და გადავადებული გადასახადების ოდენობა 50 მილიონ ლარს შეადგენს.