არჩევნებზე ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება – ამის შესახებ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი საუბრობს, რომლის ელჩობის მისიაც საქართველოში იწურება. როგორც დეგნანი ინტერვიუში აცხადებს, აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს კამპანიას, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებმა უნდა გაიგონ, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, როცა უბნების 90% გადადის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე, მათ იცოდნენ როგორ მუშაობს ეს სისტემა. მის ამ განცხადებას მმართველი გუნდის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.