ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან გადაგზავნილი COVID-19-ის სამი საკვლევი მასალიდან ყველა უარყოფითია. ეპიდემიოლოგებმა იმ ქალის ოჯახის წევრები შეამოწმეს, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდათ. ჯერჯერობით ცნობილი არაა მცირეწლოვანის განმეორებითი კვლევის პასუხები, ბავშვი დედასთან ერთად მარნეულის პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობდა. მას კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, თუმცა პირველადმა ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. „კოვიდ-19“ გუშინ მარნეულში პედიატრიულ კლინიკაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის მკვიდრს დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო უცნობია.