​ „ფაინეშელ თაიმსის“ სტატია ნატო-ს სტრატეგიაზე

ბუქარესტის სამიტის შემდეგ, კიევი და თბილისი დასავლეთისა და რუსეთის პოზიციას შორის ხაფანგში აღმოჩნდნენ, როგორც ნატო-ს მომავალი წევრები, ალიანსის დაცვის გარეშე, ოთხი თვის შემდეგ პუტინის ტანკები შევიდა ჩრდილოეთ საქართველოში – ვკითხულობთ „ფაინეშელ თაიმსის“ სტატიაში. გამოცემა იუწყება, რომ საქართველოში შეჭრისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატო-მ მხოლოდ დაგმო და მცირე რამ გააკეთა მოსკოვის დასასჯელად.

ამავე სტატიაში მოყვანილია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრება, რომ „რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის ყველაზე საშიში ადგილი ნატო-ს მოსაცდელ ოთახში ჯდომაა. ჩვენ ზუსტად ასე გავაკეთეთ 15 წლის წინ საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით,“ – აღნიშნა დიპლომატმა.

 

 

 

​​