აჭარის რევოლუციის 19 წლისთავის აღსანიშნავად, ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004-2012 წლებში განხორციელებული პროექტების გამოფენა მოაწყო. ადგილზე პარტიის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ჩავიდა. პარტიის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერეს. პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა შიდაპარტიულ დაპირისპირებასთან დაკავშირებითაც. ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ პარტიის შიგნით ვინმეს საკუთარი გუნდის ყოლის ამბიცია აქვს, შეუძლია დამოუკიდებელი პარტია შექმნას.