პარლამენტში დღეს „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. ინიციატივა ცესკო-ს წევრობისა და თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, ასევე, მათი დეპუტატებისთვის წარდგენისა და არჩევის პროცედურებს ეხება.
კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტის ნაცვლად მათ პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს. კომისიის შემადგენლობაში იქნება ცხრა წევრი. მათ შორის პრეზიდენტის ერთი და სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური წრეების რვა წარმომადგენელი. ოპოზიცია წარდგენილ პროექტს აკრიტიკებს და მის მხარდაჭერას არ გეგმავს.