ავტორები: სალომე აფხაზიშვილი, მარიამ ფირცხალავა, ვანო ანდიაშვილი
როდესაც არასრულწლოვანი ხუთი თვის განმავლობაში სასჯელს განცალკევებით იხდის, ვფიქრობ, ეს უკვე არაადამიანური მოპყრობაა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოზე გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
უჩა ნანუაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკვირვებულია. ომბუდსმენის თქმით, მას საქმის მასალებთან რამდენიმე წლის წინ წვდომა ჰქონდა. ნანუაშვილი არაერთ პროცედურულ დარღვევაზე საუბრობს და ამბობს, რომ არასრულწლოვანი გვანცა ყუფარაძე ციხეში არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდა.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად ჯერ არ ვიცნობ, თუმცა ჩემთვის ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო, რადგან საქმის მასალებს კარგად ვიცნობ. არაერთ დარღვევაზე ვსაუბრობდით, მათ შორის პროცედურულ დარღვევებზე, საუბარი იყო პატიმრობის პირობებზე. როდესაც არასრულწლოვანი 5 თვის განმავლობაში განცალკევებით იხდის სასჯელს, ვფიქრობ, ეს უკვე არაადამიანური მოპყრობაა. თუნდაც მოტივი იმ დროს ვერც გამოძიებამ და ვერც სასამართლომ ვერ დაასახელა. ამ საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია“, – განაცხა უჩა ნანუაშვილმა.
საქმეზე „გვანცა ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“, ევროსასამართლომ ევროკონვენციის ვერც ერთი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა.