#თვითმმართველობა2017 ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ელემენტები
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ელემენტები – „სოფლის საზოგადოებრივი მმართველობანი“, 1865 წელს, მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვის ბრძანებით შეიქმნა
კონსტანტინე ამირაჯიბმა, რომელმაც განათლება უცხოეთში მიიღო, დღეს უკვე დაცარიელებული სოფელი ავლევი, საუკუნის წინ, ადგილობრივი თვითმმართველობის დამსახურებით, ევროპული ტიპის სოფლად გარდაქმნა. შეიქმნა გლეხების ამხანაგობები და კოოპერატივები. ამირაჯიბის ინიციატივით გაიხსნა ჰოსპიტალი, სასოფლო-სამეურნეო სკოლა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ცალკეულ რეგიონებში და თბილისში, ნიკო ნიკოლაძის, ივანე კოლელიშვილის, ისიდორე რამიშვილის, იოსებ ქუთათელაძისა და სხვა მრავალი საზოგადო მოღვაწის ინიციატივით, იხსნებოდა ბიბლიოთეკები, სკოლები და საწარმოები, აქტიურად გამოიცემოდა ჟურნალ-გაზეთები.
თუმცა, განვითარების უკვე საკმაოდ მაღალ საფეხურზე ასული ადგილობრივი მმართველობები, მართვის ცენტრალიზებულმა საბჭოთა სტილმა ჩაანაცვლა.
თავისუფლებისკენ სწრაფვა საბჭოთა კავშირიდან გამოყოფით დასრულდა, დამოუკიდებელი საქართველო მუნიციპალიტეტების განვითარებას დაუბრუნდა. თუმცა, ახლა თვითმართველობაში საზოგადოების ჩართულობა ნაკლებია. ისევე როგორც ცენტრალური ხელისუფლებების დაინტერესება და ზრუნვა მმართველობის ამ სისტემის მიმართ.
საზოგადოების ინდიფერენტულობა ჩანს თვითმმართველობის თემაზე ჩატარებულ უახლეს კვლევებშიც.
სპეციალისტების დაკვირვებით, საზოგადოება ნელ-ნელა ერკვევა თვითმმართველობის არსში და მის შესაძლებლობებში. ამის მაგალითებია: თუში მეცხვარეების გაერთიანება, ქალაქის სტატუსთან დაკავშირებით გორში დაწყებული მოძრაობა, თვითმმართველობაში ახალგაზრდების აქტიურობა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები.
ავტორები: მაია ბოკერია, ვანო ანდიაშვილი