თურქეთის თავდაცვის მინისტრი - ტერორიზმთან ბრძოლაში, თურქეთი ნატო-სგან საკმარის დახმარებას ვერ იღებს
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თურქეთი ნატო-სგან საკმარის დახმარებას ვერ იღებს – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ნურეთინ ჩანიკლიმ ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე განაცხადა.
“ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების დასაცავად, სირიის აფრინის რეგიონის ტერორისტებისგან გაწმენდა გადავწყვიტეთ. თურქეთი ნებისმიერ მანძილზე წავა. ჩვენ კი, ნატო-სგან ტერორისტულ ელემენტებთან ბრძოლაში საკმარის დახმარებას ვერ ვიღებთ. ეს ჯგუფები თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნიან“, – აღნიშნა ნურეთინ ჩანიკლიმ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ანკარას ნატო-ში საკუთარი წვლილი 60 წელზე მეტია შეაქვს, მთავარი მიზანი კი, საზღვრების დაცვაა.