საჯარო ბიბლიოთეკაში 60-იანი წლების აბსტრაქციონისტი მხატვრის, გივი ვაშაკიძის ილუსტრაციები გამოიფინა

საჯარო ბიბლიოთეკის საექსპოზიციო დარბაზში 60-იანი წლების აბსტრაქციონისტი მხატვრის, გივი ვაშაკიძის ვეფხისტყაოსნის თემაზე შექმნილი ილუსტრაციები გამოიფინა. ექსპოზიციაზე ილუსტრატორის თითქმის 5 წლიანი ნაშრომი გამოიფინა, რომელიც წლების მანძილზე თაროზე ინახებოდა .

ილუსტრაციები მხატვარმა რუსთაველის 800 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის დახატა  და 200-მდე ნამუშევარი შექმნა.