ტეგი: კირბალი

თინა ბოკუჩავა - გუშინდელმა შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ „რუსული ოცნების“ ნარატივი მშვიდობაზე სრულიად ყალბია
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია და მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას
ნიკოლოზ სამხარაძე - უნდა ვთხოვოთ საერთაშორისო საზოგადოებას, უფრო აქტიურად იყოს ჩართული კონფლიქტის მოგვარებაში, რათა საქართველოს მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზზეც მშვიდობიან გარემოში იცხოვრონ
შალვა პაპუაშვილი - გუშინდელი ფაქტი არის დასტური, რომ არსებობს ყოველდღიური საფრთხე მშვიდობისთვის, ამიტომაც მნიშვნელოვანია გონივრული პოლიტიკა, რათა ქვეყანაში არ გვქონდეს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი
მარკ კლეიტონი - შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო, რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული
შალვა პაპუაშვილი - კირბალთან მომხდარ ფაქტზე ველოდებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რეაქციებსა და შეფასებებს, ასევე დამნაშავეების დასჯას, მთავრობა ამ მხრივ არის ძალიან აქტიური
მირიამ ლექსმანი - ტრაგიკული ინფორმაცია კირბალიდან, მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებამ შეიძლება, უზრუნველყოს, რომ ასეთი ამაზრზენი ინციდენტი აღარ განმეორდეს
დავით ზალკალიანი - ვგმობთ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავებას, მოვუწოდებთ პარტნიორებს შესაბამისი შეფასებისა და რეაგირებისკენ
მამუკა მდინარაძე - თამაზ გინტურის მკვლელობა არის ოკუპაციის კიდევ ერთი უმძიმესი შედეგი, რომელზეც პასუხისმგებლობა ოკუპანტ მხარეს ეკისრება, ამ ტრაგედიით სარგებლობას ის ხალხი ცდილობს, ვინც ეს უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა
ირაკლი კობახიძე - ოკუპაცია არის წინა ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახსა და ახლობლებს, დამნაშავის დასასჯელად ყველაფერი უნდა გაკეთდეს
ირაკლი ანთაძის განცხადება ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ [ვიდეო]
ირაკლი ანთაძე - ოკუპირებული ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია, არ აქვს მნიშვნელობა, იქ მყოფი რუსეთის საოკუპაციო ძალები რომელ ტერიტორიაზე ჩაიდენენ მკვლელობას
ილია დარჩიაშვილი - მოვუწოდებ საოკუპაციო ძალებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე და შეასრულონ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
ირაკლი ანთაძე - უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით მივიღეთ ინფორმაცია, რომ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ველოდებით, რომ ის დავაბრუნოთ კონტროლირებად ტერიტორიაზე
კახა კალაძე - უმძიმესია ის დანაშაული, რაც სოფელ კირბალთან მოხდა, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლა ბოროტებამ, რომელსაც რუსული ოკუპაცია ჰქვია
ირაკლი ანთაძე - ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია კირბალთან მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არის შეურიგებელი, რაც მოხდა, არანაირი ადამიანური გამართლება არ აქვს
ანდრია ჯაღმაიძე - დღევანდელმა ტრაგედიამ უნდა დაგვაფიქროს, რა რისკის ფასად უვლიან ქართულ კერებს სასულიერო პირები საოკუპაციო ხაზს იქით და მსახურობენ შეიარაღებული რუსული საოკუპაციო ძალების გარემოცვაში
სახელმწიფო მინისტრის აპარატი - საქართველოს მოქალაქის მკვლელობის უმძიმესი ფაქტი საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის კიდევ ერთი შემზარავი გამოვლინებაა
ირაკლი ბერაია - საქართველოს მოქალაქეების მკვლელები ვერსად დაიმალებიან, რა დროც არ უნდა გავიდეს, ისინი აუცილებლად აღმოჩნდებიან განსასჯელის სკამზე
სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ კირბალში მომხდარზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად