ირაკლი ანთაძე - უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით მივიღეთ ინფორმაცია, რომ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ველოდებით, რომ ის დავაბრუნოთ კონტროლირებად ტერიტორიაზე
ირაკლი ანთაძე - უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით მივიღეთ ინფორმაცია, რომ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ველოდებით, რომ ის დავაბრუნოთ კონტროლირებად ტერიტორიაზე

უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ელოდება, რომ უკანონოდ დაკავებული კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნოს.

„მეორე უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმისგან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ იგი დავაბრუნოთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე თავად დავრწმუნდეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.