მირიამ ლექსმანი - ტრაგიკული ინფორმაცია კირბალიდან, მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებამ შეიძლება, უზრუნველყოს, რომ ასეთი ამაზრზენი ინციდენტი აღარ განმეორდეს
მირიამ ლექსმანი - ტრაგიკული ინფორმაცია კირბალიდან, მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებამ შეიძლება, უზრუნველყოს, რომ ასეთი ამაზრზენი ინციდენტი აღარ განმეორდეს

მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სრულად დასრულებამ შეიძლება, უზრუნველყოს, რომ ასეთი ამაზრზენი ინციდენტი აღარ განმეორდეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს.

„ტრაგიკული ინფორმაცია კირბალიდან. ამ ამაზრზენ აქტზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას. მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სრულად დასრულებამ შეიძლება, უზრუნველყოს, რომ ასეთი ამაზრზენი ინციდენტი აღარ განმეორდეს“, – წერს მირიამ ლექსმანი „ტვიტერზე“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.