თინა ბოკუჩავა - გუშინდელმა შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ „რუსული ოცნების“ ნარატივი მშვიდობაზე სრულიად ყალბია
თინა ბოკუჩავა - გუშინდელმა შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ „რუსული ოცნების“ ნარატივი მშვიდობაზე სრულიად ყალბია

გუშინდელმა შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ სრულიად ყალბია „რუსული ოცნების“ ნარატივი, მათ შორის, როდესაც ის გვესაუბრება მშვიდობაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, დღევანდელ ხელისუფლებას არჩეული აქვს შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან და ეს იძლევა იმ შედეგს, რომელიც გუშინ ყველამ ნახა.

„განა ეს არის მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, ზურგში ესვრიან რუსული საოკუპაციო ძალები და კლავენ? ერთადერთი გზა რეალური მშვიდობის მიღწევის და იმის, რომ ჩვენი მოქალაქეები ყველგან, საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ დაცული, არის საქართველოს გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ თითოეულმა ჩვენგანმა. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, მათ აქვთ არჩეული კოლაბორაციონისტული, შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან და ეს რას იძლევა, ამას გვიჩვენებს, მათ შორის ის უმძიმესი ფაქტები, როგორიც ვიხილეთ გუშინ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.