ზვიად შალამბერიძემ ხონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაათვალიერა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების – გოჩა-ჯიხაიშისა და გუბის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულების ეტაპზეა.
აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ჯამში 3 065 გრძივი მეტრი ასფალტო-ბეტონის გზა მოეწყობა. შესაბამისად, ადგილობრივები გადაადგილებას უფრო სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, წელს იმერეთის მასშტაბით დაახლოებით 2000-მდე ობიექტზე ჩატარდება სამუშაოები.
„იმერეთში გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დაახლოებით 500 ობიექტზე მიმდინარეობს აქტიურად ამჟამად, დასრულებული გვაქვს დაახლოებით 200 ობიექტი, მთლიანად წელს ჯამში 2000-მდე ობიექტზე გაიშლება სამუშაოები და დასრულდება წლის ბოლომდე. ეს შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, სკოლებს, სკოლამდელ დაწესებულებებს და ა.შ.“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.