ზვიად შალამბერიძე თერჯოლის მუნიციპალიტეტში ზომების გამკაცრებას არ გამორიცხავს
ზვიად შალამბერიძე თერჯოლის მუნიციპალიტეტში ზომების გამკაცრებას არ გამორიცხავს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე არ გამორიცხავს, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდეს. ამის შესახებ გუბერნატორმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

შალამბერიძის ინფორმაციით, ინფიცირების სამი ახალი შემთხვევის გამო თვითიზოლაციაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის მკვიდრი 50 მდე ოჯახი იმყოფება.

„თერჯოლაში სამი ახალი შემთხვევის გამო, ყველა, ვინც მოიაზრება კონტაქტებად, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სოფელში ეპიდაფეთქების რისკი არ არის, თუმცა სიტუაციას გადავხედავთ და დღის ბოლომდე გადაწყდება, როგორ ვიმოქმედებთ, გავამკაცრებთ თუ არა. სიტუაციის შესაბამისად ვმოქმედებთ და გამორიცხული არაფერია“, – -განაცხადა შალამბერიძემ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის ექვსი შემთხვევა არის დაფიქსირებული.