იმერეთის რეგიონში შესაძლოა, ყველა სასაფლაო დაიკეტოს, გადაწყვეტილება დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, – ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
ზვიად შალამბერიძის თქმით, გადაწყვეტილება ჯერჯერობით ორ მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით არის მიღებული და ქუთაისსა და ზესტაფონში არსებული ყველა, 16 სასაფლაო იკეტება.
„ვინაიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ათი დღით საფლავებზე გასვლა მოქალაქეებს არ შეეძლებათ, ამ პერიოდის განმავლობაში ზომები გამკაცრებული იქნება იმერეთშიც. დაემატება თუ არა ორ ქალაქს სხვა მუნიციპალიტეტებიც, სახელწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება“, – განაცხდა ზვიად შალამბერიძემ.