საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ზვიად კვაჭანტირაძემ დატოვა როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე ფრაქცია.
„უმრავლესობაში კიდევ რამდენიმე ადამიანი არსებობს, ვინც ფიქრობს და პოტენციურად სავარაუდოა, რომ უმრავლესობას დატოვებს. ასეთ ადამიანებზე პოზიციები წინასწარ იყო ცნობილი. განსხვავებული მოსაზრებები არაკონსტიტუციურ კანონზე დაფიქსირდა. მიუხედავად რამდენიმე ადამიანის წასვლისა, „ქართული ოცნება“ მყარი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობასაც დატოვებს.
საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა.